SSCP, 2025


ჩვენ შესახებ

 

    2025 წლის 16 ივლისს გაიმართება სტუდენტური კონფერენცია ფიზიკაში. კონფერენციის ორგანიზატორები: საქართველოს უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციის მიზანია: ფიზიკისა და ინჟინერიის პოპულარიზაცია, ამ მიმართულების სტუდენტთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. მონაწილეობის პირობები: სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს შემდეგი მიმართულებებით: 1 ფიზიკა/ასტრონომია 2 ინჟინერია/გამოყენებითი ფიზიკა კონფერენციაზე ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია ზეპირი ან სტენდური პრეზენტაციის სახით. მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა). თითოეულ მონაწილეს/თანაავტორს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი მოხსენება. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები, ჯილდოები განაწილებული იქნება, როგორც ფიზიკის, ასევე ინჟინერიის მიმართულებით. რეგისტრაციისას მომხსენებელმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, თემის სათაური და აბსტრაქტი (არაუმეტეს 300 სიტყვისა), აბსტრაქტში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული პროფესორის გვარი, ვინც რეკომენდაციას აძლევს სტუდენტს მოხსენების გასაკეთებლად. აბსტრაქტების მიხედვით შეირჩევა 16 საუკეთესო მოხსენება, რომლებიც მოხსენებული იქნება კონფერენციაზე

 



დღის წესრიგი


COMING SOON




სიახლეები